ირაკლი კობახიძე - დაზარალებულის თანხმობის ჩადება ამნისტიაში, შეიძლება სასპეკულაციო გახდეს - სამართალდამცავების წარმომადგენელთაგან ვინც მიიღო  დაზიანებები, ყველა დაზარალებულია მელიას მხრიდან

დაზარალებულის თანხმობის ჩადება ამნისტიაში, შეიძლება სასპეკულაციო გახდეს - ვინც არიან დაზარალებულები, პრაქტიკულად, მელიას მიერ არიან დაზარალებულები, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პრინციპის ჩადება ამნისტიის პროექტში მიზანშეწონილი არ იქნება, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით მხარეები იმსჯელებენ.

"რაც შეეხება დაზარალებულის თანხმობას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება სასპეკულაციო თემა გახდეს. როცა საუბარია მელიას მიმართ ბრალზე, ამას ჰყავს უამრავი დაზარალებული. ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად მელიას დაზარალებულები არიან. წარმოიდგინეთ, ამით ახალი სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ საფუძველი, როცა მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას. მგონი, არ არის მიზანშეწონილი ამის გაკეთება, შესაბამისად, სჯობს, ალბათ ეს არ ჩაიწეროს. თუმცა, დამატებით ვიმსჯელებთ ყველასთან, თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ან ასე სჯობს, ან ისე,"- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მელიას საქმესთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა ვინმეს დაზარალებულის სტატუსი, კობახიძე ამბობს, რომ აქვთ.

"მე როგორც ვიცი, ორივე მხარეს, პირებს აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთაგან ვინც მიიღო დაზიანებები, ყველა არის დაზარალებული მელიას მხრიდან, მე ასე ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ შტურმი პარლამენტზე დაიწყო მელიას მოწოდების საფუძველზე. შესაბამისად, ვინც დაზარალდა ყველა არის დაზარალებული,"- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს