კახა კუჭავა - თუ გვინდა, რომ ეს პარლამენტი იყოს უფრო კონსტრუქციული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემი მხრიდან უფრო თავშეკავება იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის „ქართული ოცნების” გუნდის წევრად რჩება და საკუთარი მოსაზრებები აქვს, განცხადებებთან დაკავშირებით უფრო თავშეკავებული იქნება. როგორც კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეცდება, რომ იყოს მიუკერძოებელი და დაბალანსებული როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე მის მიღმა.

„რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას საქმე გვაჩვენებს და შეაფასებთ, რამდენად შევძლებ ამ როლის მორგებას, რომ ვიყო ნეიტრალური და შევძლო ბალანსის დაცვა.

ეს მისი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ვისაუბრეთ მასთან ამაზე, არჩილ თალაკვაძემ კარგად ახსნა მოტივი. ხშირად იმეორებს, რომ „ქართულ ოცნებაში” არავინაა თანამდებობისთვის მოსული და ამ ქმედებით ეს ძალიან კარგად აჩვენა.

ის, რის დანერგვასაც ვცდილობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრება გახდეს არა მხოლოდ კანონზე ორიენტირებული, არამედ დაინერგოს პრაქტიკაში, ეს არ ხდება ერთ დღეში, მაგრამ ჩემგან იქნება მცდელობა, რომ ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური. მე ვრჩები ამ გუნდის წევრი და მექნება ჩემი პირადი მოსაზრებები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც სხდომა მიჰყავს, აუცილებელია, იყოს დაბალანსებული და ნეიტრალური, ასევე მიუკერძოებული სხდომის მიღმაც.

თუ გვინდა, რომ ეს პარლამენტი იყოს უფრო კონსტრუქციული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემი მხრიდან უფრო თავშეკავება იქნება”,- განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო