კახა კუჭავა სააკაშვილის განცხადებაზე - "ოცნება" არაფერ შუაში არ არის - ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად

"ქართულ ოცნება" არაფერ შუაში არ არის, - ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ჟურნალისტების შეკითხვას, მისცემს თუ არა "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს საქართველოში თავისუფლად შემოსვლის საშუალებას, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი ითხოვს.

კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედება იქნება კანონის შესაბამისი.

"ქართულ ოცნება" არაფერ შუაში არ არის, აქ არის ის კანონები, რომელიც მოქმედებს და ნებისმიერი ხელისუფლება, "ქართული ოცნება" იქნება თუ სხვა, ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამიტომ ნებისმიერი ასეთი კითხვის პასუხი არის ძალიან მარტივი - რა თქმა უნდა, ყველანაირი ქმედება უნდა იყოს კანონის ფარგლებში,"- განაცხადა კუჭავამ.

„მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვისას აცხადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა