ანა ნაცვლიშვილი - ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა თანხმობა იმის შესახებ, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეთა დამსახიჩრებლები ამნისტირებული ყოფილიყვნენ

ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა თანხმობა იმის შესახებ, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეთა დამსახიჩრებლები ამნისტირებული ყოფილიყვნენ, - ეს განცხადება პარლამენტში პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე, სჯობს, პარლამენტს ამნისტიის ერთი კანონპროექტი წარედგინოს, თუმცა თუკი ამნისტიის პროექტი შეთანხმების სულისკვეთებასა და ამოცანას გასცდება, ნაცვლიშვილის თქმით, ცხადია, ერთი პროექტი ვერ იქნება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამნისტიის აქტის მძიმე უფლებადარღვევის მუხლებზე გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმის ინიცირებასა და გატანას, რაც შეთანხმების შინაარსს და მის ფარგლებს გაცდება. ის, რომ ვინმე სრულ ამნისტირებას თანხმდებოდა, ეს არის ნონსენსი, ეს არის ტყუილი - ასეთ რამეს ვერავინ ვერ დაადასტურებს. ჩვენ პრინციპულად და კატეგორიულად არაფერს არ დავუჭერთ მხარს, რაზეც შეთანხმება არ ყოფილა. დღის წესრიგში საკმაოდ სერიოზული პრობლემის მოგვარების საკითხი იდგა - ეს ნიკა მელიას უკანონო პატიმრობის დასრულება იყო. დოკუმენტში ამნისტიის იდეა მედიატორის ინიციატივით შევიდა და აქ იყო გაგება იმისა, რომ ამნისტია დამსახიჩრებლებს ვერანაირად ვერ შეეხებოდა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა