გლდანში, პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსის მიდებარედ სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა

გლდანში, პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, საზოგადოებრივი სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, დასასვენებელი სივრცე, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა გაკეთდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დამონტაჟდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები. ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.

„აქვე მოეწყობა გარე განათების სისტემა და ბალახი დაიგება. სამუშაოებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 999 ლარი არის გათვალისწინებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც ვერ ხორციელდებოდა მისი რეაბილიტაცია. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა. მოსახლეობასთან შეთანხმებით, გაკეთდა პროექტი და ახლა, გამგეობა სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას როგორც სპორტული, ასევე, სარეკრეაციო სივრცე ექნება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს