მიხეილ ჩხენკელი კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საზოგადოებას, ბატონი კახის ოჯახსა და ახლობლებს.

„ბატონი კახი კავსაძის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია. უნიკალური ოსტატობითა და ღირსებით გამორჩეული ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი მსახიობი ყველა თაობის მაყურებელს ერთნაირი გულწრფელობით უყვარდა. მან თავისი მოღვაწეობით, მართლაც რომ, მთელი ეპოქა შექმნა. სრულიად დამსახურებულად ბატონი კახი არაერთი პრემიის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელი გახდა.

მისი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ბატონი კახის ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს",-აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს