ვეტერანებმა სამშობლოსათვის დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს „მეტყევეთა კავშირის ინიციატივით" და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად გამწვანების აქცია ჩატარდა. ტერიტორიაზე 150 ძირი ხე დაირგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქციაში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყების თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

„საქართველოს მეტყევეთა კავშირის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და ახალგაზრდების ორგანიზებით, თბილისის ზღვაზე, ფერდობზე გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ყველაფრის ფუძემდებელია ბესო ყველაშვილი, მადლობა მინდა ვუთხრა მას. ამ ქვეყანაში ყველაფერი, რაც კეთდება და გაკეთდება, მომავალზეა ორიენტირებული. მომავალი კი ისეთი რამეა, რომელიც გმირების და ერის შვილების მაგალითით უნდა იზრდებოდეს", - განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც საქართველოს მეტყევეთა კავშირის თავმჯდომარემ, ბესო ყველაშვილმა განაცხადა, აქციის ფარგლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5000-მდე ნერგი დაირგვება.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების საპატივცემულოდ უნდა დავრგოთ 5000 ძირი ნერგი, რომელიც იქნება „საქართველოს მეტყევეთა კავშირის" მოვლა-პატრონობით.

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, 150 ძირი ნერგი დაირგო, აქედან, 100 ცაცხვია და 50 იფანი. ამით გამოვხატავთ ჩვენ პატივისცემას. აქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაგრძელდება. იმედი გვაქვს, ნერგებს მალე სოხუმშიც დავრგავთ", - განაცხადა ბესო ყველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა