ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორს, კლაუს ფაიგელსა და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირტუალურ ფორმატში შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს KfW-ს მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

სამინისტროს ინფორმაციით, კლაუს ფაიგელმა ლაშა ხუციშვილს მოულოცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ფინანსთა მინისტრმა KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორს, მადლობა გადაუხდა იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის გამოუყო.

„როგორც აღინიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და KfW-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს