გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია - რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ქვეყანაში ახალი კულტურა ყალიბდება

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია - რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ქვეყანაში ახალი კულტურა ყალიბდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ორივე მხარე საკუთარი ვალდებულების შესრულებას უჩვენებს.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დამარცხებული დღევანდელ დღეს არავინ არ ჰყავს, როგორც დამარცხებული არ ჰყავდათ, საქართველოს შეთანხმების დღეს. რატომ?! იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება. ჯერჯერობით ორივე მხარე საკუთარი ვალდებულების შესრულებას უჩვენებს. იმედი მაქვს, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ ყველაფერს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს