არმაზ ახვლედიანი გიორგი რურუას შეწყალებაზე - გპირდებით, ყოველ ჯერზე გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და თითოეული ნაწილი პატიოსნად სრულდება

გპირდებით, ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და მისი თითოეული ნაწილი სრულდება პატიოსნად , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე პარლამენტში განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, თუ არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შეთანხმება ვერ შესრულდება.

„არ მინდა გამოგვრჩეს ვინმე რომ მადლობა ვუთხრათ, ვინც შეთანხმებას ასრულებს. მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. იმიტომ, რომ თუ არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ჩვენგან, სხვებისგან, შეთანხმება ვერ შესრულდება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. გპირდებით, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და მისი თითოეული ნაწილი სრულდება პატიოსნად. ახლა სწორედ ამ მიზნით დავბრუნდებით დარბაზში და განვაგრძობთ საუბარს „ოცნების“ ხელმძღვანელებთან“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს