სალომე სამადაშვილი რურუას შეწყალებაზე - ეს არის პირველი შედეგი შეთანხმების - ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ნიკა მელიაც რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს

ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ - ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გიორგი რურუას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და შეუპოვრად უზრუნველყონ შეთანხმების განხორციელება.

„ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს დღეს, როდესაც ისინი ნახავენ , რომ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც წელიწადნახევარია ველით, მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ დავხუროთ საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. შემდეგ არჩევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი უკვე ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის ამ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით. ეს არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ეს არის ის შეთანხმება, რომლის განხორციელებაც დღეს დაიწყო აქ საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ვაპირებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად და შეუპოვრად ვუზრუნველყოთ ამ შეთანხმების განხორციელება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს