ხათუნა სამნიძე - მინდა გიორგი რურუას და მის ოჯახს მივულოცო - დღეს ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი შესრულდა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გიორგი რურუას ოჯახს მისი შეწყალება მიულოცა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმებიდან ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი შესრულდა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, მათი დაუღალავი შრომით და ამ ქვეყნის მხარდაჭერითა და სიყვარულით მივაღწიეთ იმას, რომ არცერთ რთულ ეტაპებზე მათ ამ პროცესში ხელი არ ჩაუქნევიათ და მიგვიყვანეს იქამდე, რომ შევთანხმებულიყავით. მინდა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ამ რთულ გზაზე არცერთ ეტაპზე იმედი არ დაკარგა, რომ ჩვენ შევძლებდით ერთობლივად მიგვეღწია დოკუმენტის ხელმოწერისთვის.

ყველა ეტაპზე უპირობო მოთხოვნა იყო, რომ გათავისუფლებულიყო ორი პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც დღესაც არ უწოდებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პატიმარს, მაგრამ ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა დაადასტურეს საკუთარი ჩართულობით და ამ საკითხზე დაუღალავი შრომით, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი ადამიანი უკვე თავისუფალია. მინდა პირველ რიგში ეს გიორგი რურუას და მის ოჯახს მივულოცო. ის აღდგომას საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდება და ამ დღესასწაულებზე სახლში იქნება. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ პროცესს ნდობით უყურებს. ამ ქვეყანაში უამრავი ადამიანია, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი პრინციპული პოზიციით, ჩვენი მოთხოვნით, რომ ვითანამშრომლოთ და არა ვებრძოლოოთ ერთმანეთს, ოპონირების რეჟიმში, მაგრამ არა მტრობის, შევძლოთ და შევასრულოთ ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულება. დღეს ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი შესრულდა“,-განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა