ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრო ტურიზმის პოპულარიზაცია დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს მართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

მათი ინფორმაციით, პირველი გასტრო ტური იმერეთში გაიმართა.

„ტურში 20-მდე შეფ-მზარეული, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, გასტრო მიმართულების ბლოგერი, ინფლუენსერი მონაწილეობდა. ტურის ფარგლებში გამოცდილი შეფ-მზარეულები მასპინძლებს კერძის მომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს, ხოლო შემდგომ თავიანთი ხედვით გააფორმეს კერძები სტუმრებთან წარსადგენად“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა