იაგო ხვიჩია - “ქართულ ოცნებას” დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვს, რომ ამნისტია შეეხოს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, მაგრამ არ შეეხოს ადამიანებს, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს აქციის მონაწილეს ან გასცეს ბრძანება

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ ამნისტია 20 ივნისის საქმის ორივე მხარეს შეეხოს, თუმცა არა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს, რომელიმე მონაწილეს ან გასცეს ასეთი ბრძანება.

ამასთან, როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები აქვს, თუმცა მხარეების პოზიციები მსგავსია და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დეტალებზე კამათობენ.

“მხარეები ცვლიან პოზიციებს. რომ გითხრათ, კატასტროფას ველოდები, რომ “ქართული ოცნება” ჯალათების შეწყალებას აპირებს, მათ ასეთი წინადადება არ დაუყენებიათ. ოპოზიციასაც აქვს მსგავსი წინადადება და ტექნიკურ დეტალებზე კამათობენ. ზოგი მათგანი მე ვერ გავიგე, მაგრამ, არ მგონია, რომ პოზიციებში დიდი განსხვავება იყოს.

“ქართულ ოცნებას” აქვს დაახლოებით ასეთი პოზიცია, რომ ამნისტია შეეხოს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, მაგრამ არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს რომელიმე მონაწილეს ან გასცეს ასეთი ბრძანება. ოპოზიციას აქვს შენიშვნები, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეც რომ გავიდეს “ქართული ოცნების” პოზიცია და ოპოზიციის შენიშვნები ბოლომდე არ იქნას გათვალისწინებული, არ მგონია ტრაგედია იყოს.

თვითონ “ქართული ოცნება” ტესტს ატარებს თავის თავზე, რომ შერიგების ნაწილი ამორალური არ იყოს. მაგალითად, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენ რომ მაკო გუმური მოგვიყვანოთ და გვკითხოს, იწყალებთ თუ არა იმას, ვინც ეს ზიანი მომაყენა, ცხადია, ჩვენ ამას არ ვიზამთ”,- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ამნისტიის პროექტზე მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი დისკუსიის თემაა, როგორ შეიძლება ამნისტიის იმდაგვარად ამოქმედება, რომ მოხდეს აქციაზე დაზარალებულთა ინტერესების სრულფასოვნად გათვალისწინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა