გიორგი რურუა - დავრჩები აქტიურ მოქალაქედ - პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, მათ ჩვენც უნდა დავეხმაროთ

პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პრატფორმიდან“, - აღნიშნა მან.

ამასთან, როგორც გიორგი რურუამ აღნიშნა, პოლიტიკაში მის ადგილს ვერ ხედავს. "მე ჩემი საქმე მაქვს. დაგპატიჟებთ ჩემს ბაღებში. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი მაქვს", - აღნიშნა რურუამ.

რაც შეეხება შეწყალებას, მისი თქმით, ამას არ ელოდა.

„არ ველოდი შეთანხმების შესრულებას და ეს გასაგებია რატომაც - 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ მოუწიათ ტყუილის თქმა და სიტყვის გატეხვა და თქვენც არ ენდობით მათ, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხავს.

შეწყალებით, მე მგონი, თავისი დანაშაული გამოასწორეს“, - განაცხადა გიორგი რურუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა