ადვოკატი - ბევრი ადამიანის ბრძოლის შედეგია გიორგი რურუას გათავისუფლება და თუკი აწონვა მოხდება მათი დამსახურების, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ნიკა მელიას, მეორე პოლიტიკურ პატიმარს

ძალიან ბევრი ადამიანის ბრძოლის შედეგია გიორგი რურუას გათავისუფლება და უპირველეს ყოვლისა, თუკი აწონვა მოხდება ამ ადამიანების დამსახურების, მინდა მადლობა გადავუხადო ნიკა მელიას, მეორე პოლიტიკურ პატიმარს , - ამის შესახებ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გიორგი რურუა შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა.

საძაგლიშვილმა რურუას გათავისუფლებაში მონაწილე ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან კარგია, რომ დღეს დასრულდა გიორგი რურუას წელიწადნახევრიანი უკანონო პოლიტიკური პატიმრობა. მე, როგორც მის ადვოკატს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ გიორგის გასათავისუფლებლად, ცხადია, პირველ რიგში მედიატორებს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომლებიც მას აფასებდნენ და უწოდებდნენ პოლიტიკურ პატიმარს და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას. ასევე, [მადლობას ვუხდი] ოპოზიციას. ძალიან ბევრი ადამიანის ბრძოლის შედეგია გიორგი რურუას გათავისუფლება და უპირველეს ყოვლისა, თუკი აწონვა მოხდება ამ ადამიანების დამსახურების, მინდა მადლობა გადავუხადო ნიკა მელიას, მეორე პოლიტიკურ პატიმარს, რომლის წვლილიც ერთ-ერთი დიდია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხში“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა