სალომე სამადაშვილი - გიორგი გათავისუფლდა, ახლა ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას - ხვალ მელიასთან საპატიმროში შევალ და გავაცნობ, რა იკვეთება კონსულტაციების შედეგად

გიორგი გათავისუფლდა, ახლა ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას - მე მოვითხოვე ხვალ ნიკა მელიასთან საპატიმროში შესვლა და აუცილებლად შევალ, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, გიორგი რურუას გათავისუფლება პოზიტიური შედეგია.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. რომ არა მისი პირადი ჩარევა, რომ არა მისი პირადი თანამონაწილეობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ჯერ კიდევ საპატიმროში იქნებოდა.

ეს არის პირველი, ძალიან კარგი და პოზიტიური შედეგი იმის, რისთვისაც ამდენი თვეა ვიბრძვით ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით.

გიორგი გათავისუფლდა, ახლა ჩვენ ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის შემდეგ დიდი იმედი მაქვს შეთანხმების შესრულება მოხდება ნაბიჯ-ნაბიჯ“, - აცხადებს სამადაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესის და კრიზისის განსამუხტად მნიშვნელოვანია ნიკა მელია ძალიან მალე გათავისუფლდეს.

„მე მოვითხოვე ხვალ ნიკა მელიასთან საპატიმროში შესვლა და აუცილებლად შევალ, გავაცნობ რა იკვეთება კონსულტაციების შედეგად, რა ვითარებაა. მასთან სხვა საკითხებზეც ვიმსჯელებ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის და კრიზისის განსამუხტად ნიკას ძალიან სწრაფი გათავისუფლება. ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - აცხადებს სამადაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო