ანა ნაცვლიშვილი - რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამნისტიამ, ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიც თვალდათხრილი ადამიანებია, ვერ შეეხება - „ოცნებაც“ დაგვეთანხმა, რომ ამაზე მათ ვერსიაშიც კი არ იქნება საუბარი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტითაც ამნისტია ვერ შეეხება ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა ადამიანებისთვის სხეულის მძიმე დაზიანება.

ამის შესახებ მან ხელისუფლებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეთანხმებამდე ვერ მივედით. დარჩა საკითხები, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. შევთანხმდით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ხაზგასმით შევთანხმდით, რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამნისტიამ, ის ვერ შეეხება ისეთ მძიმე შემთხვევებს როგორიც თვალდათხრილი ადამიანებია. „ოცნებაც“ დაგვეთანხმა, რომ ამაზე მათ ვერსიაშიც კი არ იქნება საუბარი. ჩვენთვის პრინციპულია, რომ განურჩევლად იმისა, რა ტიპის დაზიანება მიიღო ადამიანმა, განსაკუთრებით მძიმე თუ ნაკლებად მძიმე, როცა არსებობს დაზარალებული და მას დაუზიანდა სხეული, მისი თანხმობის გარეშე დამნაშავის ამნისტირება არ არის სწორი. დაზარალებულს კანონმა უნდა მისცეს უფლება რომ ამ პროცესში იყოს წარმოდგენილი და არ იყოს ობიექტი მიღებული გადაწყვეტილებისა. ეს ძალიან პრინციპული საკითხია, დაზარალებულის ჩართულობა პროცესებში იყოს. ამაზე შეთანხმება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, მივიღეთ თანხმობა, რომ სხეულის განზრახ დაზიანებებზე როგორიცაა თვალის დათხრის შემთხვევები, ამაზე მათი ვერსიაც კი არ უნდა გავრცელდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა