ვანო მაჭავარიანის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის გადაწყვეტილებაში შესაძლოა, უცხოელი პარტნიორების ხელი ერიოს

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის გადაწყვეტილებაში საერთაშორისო პარტნიორების ხელი ერიოს, რადგან მას მედიატორებთან ვალდებულების აღება არ სურდა.

როგორც მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება „შემთხვევით არ ხდება“.

„ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ იმ გზით, რასაც ის აკეთებს, მას როგორც საერთაშორისო პარტნიორს, ევროკავშირი, აშშ უბრალოდ აღარ იღებს. ბატონი კუჭავას ფუნქცია იყო განსაკუთრებულად საერთაშორისო კონტაქტებზე სიარული, განსაკუთრებით, აშშ-ში. ამიტომ, კუჭავას დაეკისრა პასუხისმგებლობა, რომ ის იქნება მაქსიმალურად იმის გარანტორი, რომ შეთანხმება შესრულდებოდა და არ არის იმ გავლენის ქვეშ, რომელშიც შესაძლოა, თალაკვაძე არის კობახიძესთან, მდინარაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობით. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს გარკვეული წინაპირობაც შეიძლება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან, რომ ბატონი კუჭავას მეშვეობით მოხდეს ამ კანონების დროულად და სწორად მიღება და არ მოხდეს ისე, როგორც მარტის ხელშეკრულებაზე. გახსოვთ, რომ თალაკვაძე იყო ერთ-ერთი ხელმომწერი, გარანტორი, უბრალოდ არ შეასრულეს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ჩვენი საქმე არის დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც ხდება, მათ შორის ხელშეკრულება ვისთან გაფორმდა. როგორც ჩანს, კუჭავამ აიღო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან იმიტომ, რომ თალაკვაძეს ვალდებულების აღება არ უნდა. როგორც ჩანს, მას სხვა ვალდებულებები აქვს, მათ შორის ივანიშვილი იქნება თუ სხვა, რაც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ჩემთვის რაღაცებია ცნობილი - პატარაა ეს ქალაქი და ყველა ყველას იცნობს. როგორც ჩანს, კუჭავას სწორედ ეს მისია აქვს, რომ ახალი ფუნქცია შეასრულოს, მათ შორის ის არის ერთ-ერთი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა ხელშეკრულებაზე დაითანხმეს და გარანტია მისცეს. ვერ დაითანხმეს „ნაციონალური მოძრაობა“ და უთხრეს, ან ეს არის ხელშეკრულება, ან არაფერი. თუ გინდათ, მერე შემოგვიერთდით. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენი შუამავლების გარეშე რომ განვიხილოთ, უბრალოდ, არასწორი იქნება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეა“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს.

„ფაქტია, გახარიას წასვლა იქნება, თალაკვაძის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა, თუ კობახიძესთან დაპირისპირება, რაც არსებობს „ქართულ ოცნებაში“, თვითონ ახალი „მეოცნებეების“ გაურკვევლობა, პარლამენტში ვინ არის მათი საყრდენი, ძალიან ბევრი ბიზნესმენია, რომელიც მიბმულია თავისი ბიზნესკეთილდღეობით პოლიტიკასთან, უამრავი სხვადასხვა სეგმენტია, თან საინტერესო ის არის, რომ ეს პოლიტური კრიზისი ისევ ვერ განმუხტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია „დაესრულებიათ“. მათ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მოუწიათ, სადაც ფაქტობრივად წინაპირობა იყო, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამდა ნაბიჯს, ევროკავშირი დახმარების შეჩერების პირობითობას, სანქციებს და სხვა საკითხებს განიხილავდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებაში“ ძალიან რთულ პროცესებს იწვევს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს