ჯანდაცვის სამინისტრო - შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურს, შეუერთდეს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღის გლობალურ კამპანიას

შრომის უსაფრთხოების მდგრადი ეროვნული სისტემების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კამპანიის ოფიციალური პოსტერის - „განჭვრიტე, მოემზადე და მოახდინე კრიზისზე რეაგირება - შრომის უსაფრთხოების მდგრადი სისტემების შექმნის მიზნით მოახდინე ინვესტირება ახლა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, პოსტერები გავრცელდება შრომის ინსპექტორების მიერ ინსპექციის დროს, დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შორის.

„მოხდა შემაჯამებელი ბროშურის ადაპტირება ქართულ ენაზე. ბროშურა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის დასკვნებს მოიცავს და ხელს უწყობს შრომის ინსპექციის სამსახურს ინფორმაციის და ცნობიერების ამაღლებაში. ანგარიში მიმოიხილავს შრომის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობას არსებულ კრიზისში, მათ შორის სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის სერვისების მნიშვნელობაზე სხვადასხვა დონეებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა