მიხეილ სარჯველაძე - პროექტი გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ არა ისეთი ტიპის სამართალდარღვევების, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა

"ქართული ოცნების" ამნისტიის პროექტით, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაული ამნისტირებას დაექვემდებარება. ამასთან, იქვე იქნება დათქმა და მითითება კონკრეტულ მუხლზე, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და მაკო გომურთან დაკავშირებული შემთხვევის ამნისტირებას გამორიცხავს.

უმრავლესობის პროექტთან დაკავშირებით განმარტებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

პროექტის დარეგისტრირება დღეს იგეგმება.

"ამნისტირება გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ამნისტირებას, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა. ეს ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტში კონკრეტული გამონაკლისის სახით იქნება. ძირითადი განსხვავებული მოსაზრებები, რაც ოპოზიციასთან დარჩა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ კიდევ დამატებითი შეზღუდვების ჩადება სურდათ - კერძოდ კი, მომავალში სხვა კვალიფიკაციით აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით ამნისტიის გავრცელების გამორიცხავს. ჩვენ გვექნება კიდევ დისკუსიები და იმედი მაქვს, ოპოზიციას ჩვენს მოსაზრებებზე დავითანხმებთ. ხელმოწერილ შეთანხმებაში მითითებულია ყველა სამართალდარღვევის ამნისტირების შესახებ, რომელიც 20-21 ივნისს უკავშირდება. ამნისტიის კონკრეტული მუხლებით დავიწროების თაობაზე შეთანხმებაში მითითებული არ არის. ოპოზიციის მხრიდან არ არის სწორი შეთავაზება, რომ ამნისტია მხოლოდ იმ მუხლებზე გავრცელდეს, რომელიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა