"ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

„ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამით ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები შარლ მიშელის ეგიდით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საბოლოოდ საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ, 2021 წლის 19 აპრილს, ხელმოწერილი იქნა კონკრეტული შეთანხმება. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ამის შესაბამისად, შეთანხმებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი შეეხება ამნისტიის აქტის გამოცემას.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვმართავდით საკმაოდ საქმიან და ინტენსიურ შეხვედრებს იმ ოპოზიციურ ჯგუფებთან, რომლებიც არიან შეთანხმების ხელმომწერი. ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. პრინციპების დონეზე, ძირითადი თანხვედრა არის იდეებში და ძირითად საკითხებში, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან ოხანაშვილის თქმით, ბიუროს შესაბამისი პროექტი მომავალ სამშაბათს წარედგინება.

„ეს პროექტი საორგანიზაციოში გადავაგზავნეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს არის ეს პროექტი დარეგისტრირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება რომ ითვალისწინებდა კონკრეტულ ვადაში ინიცირებას, ჩვენ დავაინიცირეთ იმ ვადაში, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში. ბიუროს მომდევნო სამშაბათს წარედგინება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო