ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი

საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული.

ასევე, ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას ისე მცდელობას. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი შეეხება ასევე პირობით მსჯავრს.

ანრი ოხანაშვილმა ასევე განმარტა, ვისზე არ გავრცელდება ამნისტია. მისი თქმით, დათქმა არის ჩადებული, რომ არ შეიძლება ამნისტია გავრცელდეს წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე.

ასევე კანონპროექტი მოიცავს კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელსაც არ სურს, ისარგებლოს ამნისტიით, სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება სრულად ექნება.

„ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზება. აქედან გამომდინარე ამ ამნისტიის მიზანი მდგომარეობს იმ შეთანხმებაში, რაზეც ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ასევე, ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას ისე მცდელობას.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი შეეხება ასევე პირობით მსჯავრს.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს, ამასთან დაკავშირებითაც პოზიციები გვქონდა და ჩვენი პოზიცია მაქსიმალურად დავაახლოვეთ. კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს იმას,რომ არ შეიძლება ამნისტია გავავრცელოთ წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - პირი, რომელსაც არ სურს, რომ ისარგებლოს ამნისტიით, მას სრულად ექნება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება“, - აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე განმარტებით, შეთანხმდნენ, რომ უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა და თუკი დანაშაული სავარაუდოდ ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, ეს იქნება პოლიციელი, მოქალაქე თუ სხვა, რომელიც მონაწილეობდა შეკრებაში მათ თანაბრად უნდა ეპატიოთ.

„შესაბამისად, თანაბარი და სამართლიანი მიდგომა რომ უნდა იყოს, ეს არის შეთანხმება. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, თუ მოხდა განზრახ, მიზანმიმართულად ასეთ პირს, როგორც შესაბამის შემსრულებელს, ისე თანამონაწილეს, მაგალითად ორგანიზატორს, არ უნდა შეეხოს. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს შეთანხმება”, - აღნიშნა მან.

ოხანაშვილმა ასევე განმარტა, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის განსხვავება.

„ განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ მოვლენას, ფაქტს და გამოვრიცხოთ ის მუხლები, რასაც არ ვახებთ. რაც შეეხება ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრებას, ისინი ფიქრობენ, რომ ჩავწეროთ კონკრეტული მუხლები, რას ეხება, ასევე ჩავწეროთ რას არ ეხება.

მეორე განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გვეუბნებიან, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი პოზიციაა, რომ ვინაიდან ხელმომწერმა მხარეებმა ვიკისრეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვინმეს განზრახ, მიზანმიმართულად დაუზიანდა ჯანმრთელობა. ეს შემთხვევა არ განიხილება. თუკი ვინმემ ასეთი დანაშაული ჩაიდინა პასუხისგებაში მიეცემა, თუ ეს დადასტურდება“, - აცხადებს ოხანაშვილი.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, დაკონკრეტებულია მუხლები, რომელთა მიმართებაშიც არის „წითელი ხაზი“.

„თუ დადასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა, აღმსრულებელმა თუ ბრძანების გამცემმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც მაგალითად შეეხება 117-ე მუხლს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ეს ვერავისზე ვერ გავრცელდება. ჩაიდინა წამების მუქარა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, ეს შეეხება მუხლს და მუხლი ვერ და არ ამნისტირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ვინმეს დაუდასტურდება იმ მუხლის ჩადენა, ის ბრძანების გამცემია, თუ არა, მას ეს მუხლი არ შეეხება“, - აცხადებს ოხანაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს