კახა კუჭავა პატრიარქს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, კახაბერ (კახა) კუჭავა ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა“,-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:კახა კუჭავა პატრიარქს შეხვდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო