ვახტანგ მეგრელიშვილი პაატა მანჯგალაძეს - თქვენ გინდათ დაიჭიროთ ივანიშვილი და გახარია? - არ მჯერა კი არა, არც მინდა მსგავსი რაღაც

თქვენ გინდათ დაიჭიროთ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია, სერიოზულად ამბობთ მაგას? - ამ შეკითხვით მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“.

საპასუხოდ, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების არ სჯერა.

„არ მჯერა, „ქართული ოცნების“ მიერ გამოძიების ჩატარების და არ მინდა, რომ მომავალში თუ გამოჩნდებიან დაზარალებულები, თუ იქნება სამართლიანი სასამართლო, ადამიანებს შესაძლებლობა მოვუსპოთ, რომ ამ მიმართულებით იდავონ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი განმარტებით, ახლა ამოცანა არის, რაც შეიძლება მალე მივიდეს ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებამდე. პაატა მანჯგლაძის განმარტებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ყველა მუხლის დეტალური განხილვის საშუალება არ იყო.

„დეტალები ძალიან კარგად ვიცოდით, შინაარსში ეს რომ დააზღვიო, მაშინ მთელი კოდექსის მუხლობრივი განხილვა უნდა მომხდარიყო. იმ ვითარებაში ბრალიც კი არ ვიცოდით, რამდენ ადამიანს ჰქონდა წაყენებული, დღესაც არ იციან. სახალხო დამცველისგან რომ გამოითხოვოთ ინფორმაცია, არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ვისზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ვინ არის გაშვებული საპროცესო შეთანხმებით, ვის აქვს გირაო შეფარდებული. ეს ინფორმაცია არ არსებობს, დაფარულია. ასეთი ქვეყანა გვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება ვახტანგ მეგრელიშვილის პოზიციას, ის აცხადებს, რომ არ სურს, მომავალში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის გიორგი გახარის და ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს.

„არ მჯერა კი არა, არც მინდა მსგავსი რაღაც. ზოგადად, არ წარმომიდგენია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მოვაწყოთ, სადღაც ხომ უნდა გავჩერდეთ. 30 წელია ამ საგიჟეთში ვართ. ხელისუფლებები სულ ასე იცვლებოდა, შემდეგი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას ემუქრება დაჭერით ან იჭერს. დღესაც ხომ იგივეა, მიხეილ სააკაშვილის ამბავიც ხომ იგივე ოპერიდან არის. მომავალში, რომელი ხელისუფლებაც „ქართული ოცნების“ მერე მოვა, აპირებს და ახლა გვეუბნება, მე თუ მოვალ, დავიჭერო. ასეთი მესიჯები კრიზისის დასრულების პირველ დღეს, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა და რაღაცაზე ლაპარაკს იწყებენ, ამის განხილვაც არ მინდა. ზოგადად, შეთანხმება სხვანაირად მესმის. ის ხალხი იმიტომ არ დადიოდა ამდენი თვის განმავლობაში რომ ჯიბეში ჩავიტოვოთ ქვები, მერე ამოვიღოთ, როგორც კი ისინი გაფრინდებიან და ერთმანეთს დავუშინოთ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს