ნიკა მელია - იქ, სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება, შესვლა გამიჭირდება, 99%-ით ვერ და არ შევალ

სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება და ამნისტიის გავრცელება, მე პირადად, იქ შესვლა გამიჭირდება, 99,9 % მე, იქ ვერ და არ შევალ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პენიტენციური დაწესებულებიდან გადაცემა „რეაქციაში“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

ამასთან, ნიკა მელიამ ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან მისი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებულ გირაოს მნიშვნელობაზე. როგორც მელიამ განმარტა, ევროკავშირის გირაო მისი პოლიტპატიმრად პირდაპირ აღიარებას არ ნიშნავდა.

„პირველად მეძლევა შესაძლებლობა ავხსნა. მე, როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოს ჩარიცხვაზე თანხმობის მიცემა, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზეც თანხმობას. ხელმოწერიდან მეორე დღეს, ანუ 20 აპრილს, როდესაც ჯერ კიდევ შარლ მიშელი აქ იყო, შემომთავაზეს, რომ ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთ და გამოდიო. ეს, იცით რას ნიშნავდა? იმას, რომ ჩემგან ითხოვდნენ დავთანხმებულიყავი გირაოს ჩარიცხვაზეც და ამნისტიაზეც. ეს იყო კომბინაციაში, მე ოფიციალურად გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს და ეს ყველაფერი გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც. ე.ი. გირაოს ჩარიცხვასაც უნდა დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და ამ მოძალადეების პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა უნდა ამეღო?! ეს იყო შემოთავაზება. ამიტომ ვიყავი მე ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი და ახლაც ვარ წინააღმდეგი“, - აცხადებს მელია.

მისი თქმით, ძალიან დიდი უსამართლობაა, როდესაც ეუბნებიან იმას, რომ გირაო რატომ არ ჩაარიცხინა და ამავე დროს, რატომ არ განაცხადა თანხმობა ამნისტიაზე. ამასთან, მისვე განმარტებით, ის დარდობს მის კოლეგა ოპოზიციაზე, რომლებიც „ხაფანგში აღმოჩნდნენ“.

ნიკა მელიას თქმით, მიუხედავად იმისა, მათ რა კანონპროექტი ექნებათ ინიცირებული „ქართული ოცნება“ კენჭს უყრის იმას, რასაც ჩათვლის საჭიროდ. ამასთან, მელიამ განმარტა, რა შემთხვევაში მიიღებს გირაოს.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავარიცხინებ გირაოს, თუ გამოიწვევენ (ამნისტიას)“, - განაცხადა მელიამ

გარდა ამისა, ნიკა მელიას თქმით, „პრობლემაა ის, 20 ივნისის მოძალადეების ამნისტია უფრო მეტ კრიზისს გამოიწვევს და არა კრიზის განმუხტვას“, რომელშიც ღრმად არის დარწმუნებული.

„ჩემს პოზიციას პირდაპირ გეუბნებით, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე პირადად, იქ შესვლა გამიჭირდება. 99,9 % მე, იქ ვერ და არ შევალ“, - განაცხადა მელიამ

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მელია საპატიმროს დატოვებს, მელია ამბობს, რომ კარგად ესმის, თუ რატომ გააკეთა სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება.

მის თქმით, იმ დროს მან ეს განცხადება სწორად გააკეთა, მაგრამ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს.

„მაგრამ მე ჩემს პოზიციას გეუბნებით, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ასე გააკეთებს, იმ შემთხვევაში, როცა მოძალადეებს პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლებს, იმ პარლამენტში რა უნდა ვაკეთო, ნუ გამაგიჟეთ. ოლიგარქის ხელში ხომ ქვეყანა ტოტალურად განადგურებულია, დემოგრაფიულად გადაშენებულია, სამათხოვროდ ხელგაწვდილია, ვალებში ჩამხვრჩვალები ვართ, დამშეულები ვართ და ახლა, როდესაც 20 ივნისის ამნისტია ყველა მოძალადეზე უნდა გავრცელდეს, მორალურად ბოლომდე მორყეული ქვეყანა გავხდებით. ამის რომ მჯერა,ამიტომ ვერ ვხედავ ჩემს თავს პარლამენტში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა