სხვადასხვა სამუშაოს გამო, 29 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 29 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე განმარტებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, კავსაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, გაბაშვილის, მიხეილ თამარაშვილის , გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო