დღეს გახდება ცნობილი, რამდენი ჯავშანი გაკეთდა თბილისში „სინოფარმზე“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და დღეს გახდება ცნობილი, დაახლოებით რამდენი ადგილია დაჯავშნილი.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, წინასწარი მონაცემებით, ჯერჯერობით რეგიონებში რეგისტრაციის თვალსაზრისით ინტენსიური ჩაწერა არ არის.

„დაიწყო „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია. ვნახოთ, 28 აპრილს გავანაწილებთ, რამდენი ადგილი დაიჯავშნა თბილისში და იმისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც მეუბნებიან, ჯერჯერობით, რეგიონებში ისეთი ინტენსიური ჩაწერა არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, მაისში, ივნისში და ივლისში საქართველოში ვაქცინებზე მარაგები თანდათან სერიოზულად შეივსება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის აქტივობა გაზრდილია და ამ თვალსაზრისით საზოგადოების მეტი ინფორმირებულობაა საჭირო. მისივე განმარტებით, სწორედ ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს კოვიდ პანდემია.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულებულია, მოგეხსენებათ, ყოველდღიური შემთხვევები ათასზე მეტია, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. ამიტომ არის აუცილებელი განსაკუთრებული სიფრთხილე, რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა და მეორე მხრივ, ვაქცინაციის გააქტიურება, რომ როგორმე შედარებით ნაკლები დაზიანებით გავიაროთ მაისის თვე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 80%-მდეა გაზრდილი.

ცნობისთვის, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" აცრაზე რეგისტრაციის პორტალი 27 აპრილიდან გაიხსნა. ამ დროისთვის პორტალის - https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/register თანახმად, თბილისში ჩინურ ვაქცინაზე "სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები შევსებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა