მარინა კალიურანდი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ამის შესახებ ევროპარლამენტაარმა "ტვიტერზე" დაწერა.

ამასთან როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, მოხარულია, რომ შეიტყო, რომ პარლამენტმა სესია დაიწყო ოპოზიციის წევრთა მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად.

"საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით", - წერს კალიურანდი "ტვიტერზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა