სხვადასხვა სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო,28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ზემო ვეძისის დასახლების, ალასანიას, მარუშიძის, ლვოვის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის, ლევანდოვკის, ცხინვალის, ლომონოსოვის, ოდესის და ბობ უოლშის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ართმელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზარზმის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, ასათიანის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი წავკისის და შინდისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბოხუას, გოგიძის, ჩაჩავას, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს