დავით ჭიჭინაძე - ამნისტია წყალგამყოფი აღმოჩნდა და ოპოზიციური ერთობა გახლეჩილი - შედეგი შემოდგომაზე დადგება

ამნისტია წყალგამყოფი აღმოჩნდა და ოპოზიციური ერთობა გახლეჩილი. შედეგი შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად დადგება - პარლამენტში შესული, რეპუტაცია დაკარგული ოპოზიცია ხმებს დაკარგავს, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებზე ხმები დაკარგოს.

„პარლამენტში შესული რეპუტაცია დაკარგულები დღეს იმ მორალს და ზნეობას ებრძვიან, რომელიც ნიკას აქვს შენარჩუნებული და იმ სიმტკიცის წართმევა უნდათ მისთვის, რომელიც მას ციხეში ჯდომაში ეხმარება. ეს იმის ბრალია, რომ თავადაც იმ ცვლილებების გარშემო კი არ გაერთიანდნენ, რომელიც ხალხს სჭირდება, არამედ დროებითი საჭიროების გარშემო გაერთიანდნენ, მერე რომ უფრო სარფიანად ევაჭრათ ცალ-ცალკე. ამით კი საბოლოოდ, მხოლოდ „ოცნებას“ „გაუპრავეს“. ანუ, სანამ მთავარი აქტორი ციხეშია, და დანარჩენები ვაჭრობდნენ, ამნისტია წყალგამყოფი აღმოჩნდა და ოპოზიციური ერთობა გახლეჩილი... შედეგი შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად დადგება. რადგან, პარლამენტში შესული, რეპუტაცია დაკარგული ოპოზიცია დაკარგავს ხმებს, რაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ აწყობს”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა