შალვა პაპუაშვილი - "მოქალაქეებმა“ და "ევროპელმა სოციალისტებმა" კახა კუჭავას მხარი დაუჭირეს და ჩვენმა ყოფილმა 6-მა თანაგუნდელმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინა თავი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარული იყო, 6 დეპუტატი, რომელმაც კახა კუჭავას არჩევას მხარი არ დაუჭირა, ლოგიკურად „ქართული ოცნებიდან“ გასული დამოუკიდებელი დეპუტატები არიან.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მათმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პირველივე გადაწყვეტილების მიღებისას როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

„გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარედ, კახა კუჭავას არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 6. ოპოზიციიდან მას მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის 6 წინააღმდეგი, თუმცა დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს 6, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს: ადამიანური - სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენს გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან.

პოლიტიკური - ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ჩვენ ვირჩევდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის. "მოქალაქეებმა“ და "ევროპელმა სოციალისტებმა" კახას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინეს თავი.

სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტს მათაც მოაწერეს ხელი. იმ პუნქტსაც, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას გულისხმობს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი? თუ მოითხოვენ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან სხვა საპარლამენტო თანამდებობას, მათივე პოლიტიკური და ადამიანური საზომით, ჩვენც არ უნდა დავუჭიროთ მხარი?! გუშინდლის მერე, დავფიქრდები.

ცუდია, საქართველოში კი, ალბათ საბედისწეროც, როცა პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ასე ღრმად მცდარია. როგორც იტყვიან: ცუდი დასაწყისი ცუდი დაბოლოების საწინდარია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო