ხათუნა ბურკაძე - მრავალპარტიულმა პარლამენტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი, რომლის წარმომადგენლებმა ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, პარლამენტში შევიდა და გადაიდგა პირველი ნაბიჯები პოლიტიკური პროცესის დეესკალაციისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ბევრი ითქვა, იმავე შეთანხმებაზე როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის ლიდერთა წარმომადგენელთა განცხადებები არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მხარეები მზად არიან ზედმიწევნით შეასრულონ შეთანხმების ყველა პუნქტი.

ასეა თუ ისე პოლიტიკურ ძალებს შორის 6 თვიანი დაპირისპირების შემდეგ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის უკვე პარლამენტის კედლებში თუ თანამშრომლობა არა, კომუნიკაცია შედგა.

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ შეთანხმებაზე ხელმოწერას, როგორ შეაფასებდით მომხდარს, პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლამ გაგიჩინათ თუ არა განცდა, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია?

- საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლა არის პოლიტიკური კრიზისის დასრულების დასაწყისი. საბოლოო ჯამში, რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებენ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ თანამშრომლობას მომავალში.

მრავალპარტიულმა პარლამენტმა, პოლიტიკური უთანხმოების დასრულების გზით, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას.

ამ კონტექსტში შეთანხმება სახელწოდებით “სამომავლო გზა საქართველოსთვის” მიზნად ისახავს ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყებას, რაც გულისხმობს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების განსაზღვრას კონსენსუსით, კომპრომისით.

კერძოდ, შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო სივრცის გამოყენებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა ჩართულები იყვნენ ქვეყნის შემდგომი რეფორმირების პროცესში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული დოკუმენტი მიანიშნებს იმაზე, რომ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები უკეთესი საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულებისათვის. ეს კი შექმნის მყარ გარანტიებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული დოკუმენტი მიანიშნებს იმაზე, რომ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები უკეთესი საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულებისათვის

ასევე, აღსანიშნავია, რომ მიღწეული შეთანხმება შესაძლოა არ წარმოადგენს საუკეთესო დოკუმენტს, თუმცა არსებული ვითარების ანალიზიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. პანდემიის ფონზე 6-თვიანი დაპირისპირების დასრულების ხელშესაწყობად დროული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გახლდათ აუცილებელი.

დეპუტატი ხალხის, ამომრჩევლის ხმაა პარლამენტში. წარმომადგენლობითი დემოკრატიის მეშვეობით მას შეუძლია ხელი შეუწყოს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ვუზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და შევქმნათ მათთვის განვითარების ახალი შესაძლებლობები.

- იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების პუნქტებზე მხარეები კამათს აგრძელებენ, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებას, არამედ იმავე შეთანხმებაში მართლმსაჯულების რეფორმის, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების საკითხებს, სულაც არაა გამორიცხული, რომ პარლამენტში შესვლის მიუხედავად პოლიტიკური პროცესი ისე არ წარიმართოს, როგორც ამას ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს.

რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს ამ შეთანხმების შეუსრულებლობამ ბრიუსელსა და თბილისს და ვაშინგტონსა და თბილისს შორის დამოკიდებულებაში?

- პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით. ჩვენი პარტნიორები განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. ამასთანავე, დასაფასებელია საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი ამ პროცესში.

შეთანხმების შეუსრულებლობა ნიშნავს რეფორმების პროცესის შეფერხებას, რაც შეანელებს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შესაბამისად, შეიტანს კორექტივებს ვაშინგტონისა და თბილისის, ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობებში. საყურადღებოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს თაობაზე ინიცირებული რეზოლუციის ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას.

შეთანხმების შეუსრულებლობა ნიშნავს რეფორმების პროცესის შეფერხებას, რაც შეანელებს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შესაბამისად, შეიტანს კორექტივებს ვაშინგტონისა და თბილისის, ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობებში

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს მიმართ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას, რათა შესრულდეს დემოკრატიული დაპირებები და ქვეყანა იქცეს ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოდ.

ყველა მხარემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს შეთანხმების შესრულების პროცესში. ასევე, მისი განხოციელება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტების დაცვით.

- საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავებაზე არაერთი განცხადება გაკეთებულა როგორც ბრიუსელში, ისე თბილისში. გასულ კვირას ნატო-ს გენმდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრის მონაწილეების ოფისებმა გაავრცელეს განცხადებები, რომ მხარეებმა ნატო-სა და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებსა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

უკრაინასა და რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობების, ასევე ყარაბაღის უკანასკნელი ომის შედეგების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით რა სიახლეებია მოსალოდნელი ნატო-ს ურთიერთობებში საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში?

- ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მიღწევა მიულოცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს რეფორმების მნიშვნელობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მისაღწევი წარმატებისათვის.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უნდა ითქვას, რომ დღეს რეგიონში უსაფრთხოების გარემო საკმაოდ დამძიმებულია.

ასევე, წარმოუდგენელია ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ამჟამად საქართველოსა და უკრაინას, როგორც შავი ზღვის რეგიონის სანაპირო ქვეყნებს უსაფრთხოების მეტი გარანტიები სჭირდებათ.

წარმოუდგენელია ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ამჟამად საქართველოსა და უკრაინას, როგორც შავი ზღვის რეგიონის სანაპირო ქვეყნებს უსაფრთხოების მეტი გარანტიები სჭირდებათ

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალში შესაძლოა განვითარდეს სამი სცენარიდან ერთ-ერთი სცენარის შესაბამისად.

პირველი სცენარის თანახმად, ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ. თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს წევრობის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ინსტრუმენტები გააჩნია.

ვგულისხმობ წლიურ ეროვნულ პროგრამას, ნატო-საქართველოს კომისიას, „განახლებულ არსებით პაკეტს“. წლებია, ალიანსის მხარდაჭერით, ვახორციელებთ რეფორმებს ნატო-სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ამისა, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის პოლიტიკური მნიშვნელობა უდავოა, რადგან ის მეტად გამოკვეთს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.

გაწევრიანების სამოქმედო გეგმის პოლიტიკური მნიშვნელობა უდავოა, რადგან ის მეტად გამოკვეთს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას

მეორე სცენარი გულისხმობს ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს იდეის საფუძველზე საქართველოსა და უკრაინისათვის ალიანსის ასოცირებული წევრის ან მისი მსგავსი სტატუსის მინიჭებას. ახალი სტატუსი ორივე ქვეყანას მისცემს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მესამე სცენარი კი ნიშნავს გაწევრიანების სამოქმედო გეგმისა და ასოცირებული წევრის სტატუსის გარეშე საქართველოს ალიანსში დაჩქარებული წესით მიღებას. პირველი და მეორე სცენარის შემთხვევაში საქართველოზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ ვერ გავრცელდება. ის მხოლოდ ალიანსის წევრ ქვეყნებს ეხება.

ამდენად, მოვლენების მესამე სცენარით განვითარება ჩვენთვის უმჯობესია. თუმცა, ეს დამოკიდებულია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს მიერ განსახორციელებელ ვალდებულებებსა და ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მზაობაზე მხარი დაუჭირონ ნატო-ში ახალი წევრების მიღებას.

მესამე სცენარით განვითარება ჩვენთვის უმჯობესია. თუმცა, ეს დამოკიდებულია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს მიერ განსახორციელებელ ვალდებულებებსა და ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მზაობაზე მხარი დაუჭირონ ნატო-ში ახალი წევრების მიღებას

- ამა წლის 15 აპრილს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ საზიანო საგარეო მოქმედებების შესახებ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ღია, უსაფრთხო და სანდო ინტერნეტის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს კოლექტიური უსაფრთხოების გაძლირებას კიბერსივრცეში. უფრო ზუსტად, თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს მოკავშრეებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთან, დანიასთან და ესტონეთთან კიბერ-წვრთის განხორციელებას CYBER FLAG 21-1-ის სახელწოდებით.

როგორ ფიქრობთ, მსგავსი აქტივობები რამდენად შეუწყობენ ხელს კიბერ- ალიანსის შექმნას, სადაც გაერთინდებიან როგორც ნატო-ს წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნები?

- რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ საზიანო საგარეო მოქმედებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი საერთაშორისო დონეზე კიბერუსაფრთხოების მიდგომების გასავითარებლად გამოყოფს ორ ეტაპს.

პირველ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ჩარჩოს შემუშავებას, რათა კიბერსივრცეში სახელმწიფოთა ქცევა იყოს პასუხისმგებლიანი. ასევე, მარშალის ცენტრში, გარმიშში, გერმანიაში იგეგმება ტრენინგების ჩატარება საგარეო საქმეთა სამინისტროების იურისტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელებისათვის. ტრენინგები მიზნად ისახავენ კიბერსივრცეში მოქმედი საერთაშორისო ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

მეორე ეტაპი კი გულისხმობს კიბერსივრცეში კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ კონტექსტში CYBER FLAG 21-1-ის სახელწოდებით დაგეგმილი კიბერ წვრთნა ხელს შეუწყობს ისეთი გაერთიანების, კიბერ-ალიანსის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მოკავშირეთა კიბერ შესაძლებლობების განვითარებაზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კრიტიკული მნიშვნელობის რესურსების დაცვასა და საჭიროების შემთხვევაში, კიბერთავდაცვითი ოპერაციების განხორციელებაზე.

ამ კონტექსტში CYBER FLAG 21-1-ის სახელწოდებით დაგეგმილი კიბერ წვრთნა ხელს შეუწყობს ისეთი გაერთიანების, კიბერ-ალიანსის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მოკავშირეთა კიბერ შესაძლებლობების განვითარებაზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კრიტიკული მნიშვნელობის რესურსების დაცვასა და საჭიროების შემთხვევაში, კიბერთავდაცვითი ოპერაციების განხორციელებაზე

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ მისი კიბერსივრცე მეტად იყოს დაცული და მომავალში აღმოჩნდეს კიბერ-ლიანსის წევრი ქვეყანა?

- დღეს კიბერინციდენტები, კიბერშეტევები წარმოადგენენ ჰიბრიდულ გამოწვევებს. მათთან ეფექტიანად გამკლავებისათვის გვჭირდება ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის სისტემური ხედვის განვითარება.

პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე მისაღებია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუციის საფუძველზე კი საქართველოს მთავრობა შეძლებს შეიმუშავოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია.

საკანონმდებლო დონეზე მისაღებია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუციის საფუძველზე კი საქართველოს მთავრობა შეძლებს შეიმუშავოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია

ეს პროცესი კი ხელს შეუწყობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მოქმედებებით მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებას ან მყისიერ რეაგირებას ზიანის შესამცირებლად.

რაც შეეხება კიბერუსაფთხოების გასაძლიერებლად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს, აუცილებელია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება. მნიშვნელოვანია, კიბერსაფრთხეების ანალიზის მიზნით, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებებში შესაბამისი ანალიტიკური ჯგუფების განვითარება.

რაც შეეხება კიბერუსაფთხოების გასაძლიერებლად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს, აუცილებელია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანია, კიბერსაფრთხეების ანალიზის მიზნით, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებებში შესაბამისი ანალიტიკური ჯგუფების განვითარებ...

სასურველია, უფრო მეტი სიხშირით ერთობლივი სიტუაციურ სცენარებზე მორგებული ტრენინგებისა და კიბერსავარჯიშოების ჩატარება პარტნიორ ქვეყნებთან და ერთობლივი პროექტების განხორციელება. აუცილებელია, კიბერინციდენტებზე სწრაფი რეაგირებისა და კიბერკრიზისების ეფექტიანად მართვისათვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

აუცილებელია, კიბერინციდენტებზე სწრაფი რეაგირებისა და კიბერკრიზისების ეფექტიანად მართვისათვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება

ასევე, მნიშვნელოვანია, საჯარო და კერძო სექტორის აქტორების ჩართულობით სახელმწიფო დონეზე კიბერუსაფრთხოების მუდმივმოქმედი პლატფორმის საბოლოოდ ჩამოყალიბება. კიბერუსაფრთხოების სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებისათვის, საჭიროა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება და შესაბამისი სპეციალისტების, მკვლევარების მომზადება.

აღნიშნული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენი კიბერსივრცის დაცვას და წარმოაჩენს ჩვენი ჩართულობის საჭიროებას იმ პროცესში, რომელსაც კიბერსივრცეში კოლექტიური ძალისხმევის განვითარება ჰქვია. ეს კი მომავალში კიბერ-ალიანსის შექმნის შემთხვევაში მოგვცემს პარტნიორებთან ერთად ამ გაერთიანების წევრობის შესაძლებლობას.

- რადგან უკრაინა-რუსეთს შორის არსებული ვითარება აქტუალური თემაა, მასზე უფრო კონკრეტულად მოგვიწევს ყურადღების გამახვილება.

ცნობილია, რომ უკრაინაში იმყოფებიან ამერიკელი ინსტრუქტორები, მაგრამ სხვადასხვა ინფორმაციით, ამერიკას შავ ზღვაში თავისი ფლოტი არ შეუყვანია. იმავე ინფორმაციით, ახლა საჭიროების შემთხვევაში უკრაინის დასახმარებლად შავ ზღვაში 2 ბრიტანული ხომალდია შესული. არადა მანამდე ხშირად გვესმოდა, რომ ნატო-ს შავ ზღვაში თავისი პოზიციები უნდა გაეძლიერებინა. თქვენი დაკვირვებით რა ხდება?

- რუსეთის ფედერაციის პრაქტიკული მიზანია შავი ზღვის რეგიონში გაზარდოს თავისი გავლენა და ამ ეტაპზე ამის გაკეთებას ძალის დემონსტრირებით ცდილობს. სამწუხაროდ, მან კიდევ ერთხელ, აგრესიული მოქმედებების განხორციელებით, ხელყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება. ასევე, კრემლი შეეცადა გაერკვია დასავლეთის რეაქცია.

რუსეთის ფედერაცია ვითარების ესკალაციით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპას.

რუსეთის ფედერაცია ვითარების ესკალაციით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპას

უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისგან აქვს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა. ასევე, გაიმართა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა მიმდინარე პროცესების გასაანალიზებლად და ალიანსმა რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, უკრაინის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.

ამასთანავე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო უკრაინას ეხმარება პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით. ალიანსი გააძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში.

- სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყების ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო. რუსეთმა ჯერ 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და უამრავი სამხედრო ტექნიკა გადაისროლა უკრაინის საზღვართან, მაგრამ შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ბრძანებით უკრაინის საზღვართან გადასროლილ რუსული ძალების ნაწილს დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება უბრძანეს.

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილებში კვლავ რჩებიან რუსეთის შეიარაღებული შენაერთები. მაგრამ, სარწმუნოდ არ გამოიყურება მოსკოვის მტკიცება, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზება მხოლოდ სამხედრო სწავლებების ფარგლებში განხორციელდა.

ზოგი მომხდარს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის განცხადებას უკავშირებს, რომლის თანახმადაც თუ რუსეთი უკრაინას ომს დაუწყებდა, აშშ კიევს მოსკოვთან დაპირისპირებაში მარტო არ დატოვებდა.

კარგია, რომ დღეისათვის უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყების ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, სავარაუდოდ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის დაწყება ამ ეტაპზე აშკარად გადაიფიქრა. თქვენი სავარაუდო ვერსია როგორია?

- ამ თვალსაზრისით საინტერესოა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის გაზეთ Sunday Times-სთვის მიცემული ინტერვიუ. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და ლონდონმა ახლახან რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს - მოსკოვი "დიდ ფასს" გადაიხდიდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშრის მტკიცე მხარდაჭერამ უკრაინისადმი კრემლს არ მისცა კონფლიქტის გაფართოების შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშრის მტკიცე მხარდაჭერამ უკრაინისადმი კრემლს არ მისცა კონფლიქტის გაფართოების შესაძლებლობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, რომლებიც უკრაინასთან დაძაბულობის ესკალაციას გულისხმობდა. მან, თავდაცვის მდივნის მსგავსად, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკა კიევს რუსეთის აგრესიის პირისპირ მარტო არ დატოვებდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა საზიანო ქმედებების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო.

სანქციები შეეხო რუსულ კომპანიებს, რუსულ სავაჭრო ბაზარსა და რუს დიპლომატებს. მეტიც, შესაძლოა სანქციები გაფართოვდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, ახალი სანქციები ამერიკის მთავრობას უფლებას აძლევს, სანქცია დაუწესოს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორს. ამასთანავე, ამერიკის ფინანსურ ინსტიტუტებს აეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ რუბლით დომინირებულ სავაჭრო ბაზარზე.

ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ჩართულობით, შემაკავებელი ბერკეტების გამოყენებით მოხდა პროცესის დეესკალაცია უკრაინასა და რუსეთს შორის.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ჩართულობით, შემაკავებელი ბერკეტების გამოყენებით მოხდა პროცესის დეესკალაცია უკრაინასა და რუსეთს შორის

- ფაქტია, რომ მანამდე მოსკოვი ვაშინგტონისაგან მხარეებს შორის იალტა-2-ის მსგავსი შეთანხმების მიღწევას მოითხოვდა, რაც გავლენის სფეროებზე მხარეებს შორის შეთანხმებას ითვალისწინებს.

ვიცით, რომ ამ თემაზე ბუში უმცროსის, ობამას, შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციები შეუვალნი იყვნენ. სულ ცოტა ხნის წინ ბაიდენიც მსგავს განცხადებებს აკეთებდა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, ვაშინგტონმა მოსკოვს არა მარტო კატეგორიული უარი უთხრა რამე ფორმით იალტა-2-ის მსგავს მოლაპარაკებებზე? არამედ, პირიქით მოსკოვს თავისი პირობები საკმაოდ კატეგორიულად წაუყენა?

- მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაკეთებული განცხადებების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს თავისი პირობები საკმაოდ კატეგორიულად წაუყენა. დაუშვებელია ე.წ. გავლენის სფეროების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვა. ეს ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვაშინგტონმა მოსკოვს თავისი პირობები საკმაოდ კატეგორიულად წაუყენა. დაუშვებელია ე.წ. გავლენის სფეროების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვა

21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის რიტორიკით საუბარი უნდა დასრულდეს. ასევე, სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და პანდემიის, გლობალური კრიზისის თანმდევი გამოწვევების ფონზე პოსტ-პანდემიური საერთაშორისო სისტემა ახალ ტენდენციებს გამოკვეთს.

მეტიც, ციფრული მსოფლიო ახალ რეალობას შემოგვთავაზებს, სადაც მეტად თვალსაჩინო გახდება სუვერენულ სახელწიფოთა ინტერესების დაცვის მნიშვნელობა კიბერსივრცეში. ამასთანავე, მონაცემთა ეპოქაში აუცილებელი იქნება იმის განჭვრეტა, თუ რა ტიპის თანამშრომლობა უნდა განავითარონ სახელმწიფოებმა იმ ტრანსნაციონალურ კომპანიებთან, რომლებიც დიდი მოცულობის მონაცემებს ფლობენ.

- კრიტიკულ დღეებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ პუტინს დონეცკის ოლქში შეხვედრა შესთავაზა. ორდღიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა თავისი უკრაინელი კოლეგა მოსკოვში მიიწვია.

ამის შემდეგ პროცესები ვითარების დეესკალაციისაკენ წავიდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კიევში მიიწვია. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა არაკორექტულად მიიჩნია პუტინის კიევში მიწვევა.

პარალელურად გავრცელდა მინსკის მოლაპარაკებებზე კიევის დელეგაციის ხელმძღვანელის, უკრაინის ექსპრეზიდენტ კრავჩუკის განცხადება იმაზე, რომ მინსკის მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრაზე მხარეებმა მიიღეს კიევის წინადადებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ღონისძიებების შესახებ. მეტიც, ამ შეთანხებას იგივე კრავჩუკმა კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ისტორიულიც კი უწოდა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კრემლი კიევთან ბოლო შეთანხმებებს შეასრულებს და სავარაუდოდ სად შეიძლება გაიმართოს პუტინ-ზელენსკის შეხვედრა?

- ამ კონტექსტში ნიშანდობლივია, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატის გაფართოების ან ცალკე, პარალელური ფორმატის შექმნის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სხვა ძლიერი მოთამაშეები.

ამასთანავე, ზელენსკი განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში გულისხმობს ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც არიან არა მხოლოდ ძლიერები, არამედ მზად არიან დაეხმარონ უკრაინას, რომ დასრულდეს ომი.

ვითარების შესაცვლელად და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად დასავლეთის შემაკავებელ ბერკეტებს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. აუცილებელია შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის წარმომადგენლობის გაზრდა, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ ძლიერი გზავნილი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ მინსკის შეთანხმებები უნდა იყოს მოქნილი, რაც რამდენიმე პუნქტის განახლებას საჭიროებს. შესაბამისად, ეს გამოიწვევს მინსკის მოლაპარაკებების პროცესის განახლებას და შესაძლოა ამ ცვლილებებმა განსაზღვრონ პუტინ-ზელენსკის შეხვედრის ფორმატი.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, სამწუხაროდ, კრემლი ყოველდღიურად ხელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ვითარების შესაცვლელად და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად დასავლეთის შემაკავებელ ბერკეტებს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. აუცილებელია შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის წარმომადგენლობის გაზრდა, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ ძლიერი გზავნილი იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს