გიორგი ვაშაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ითანამშრომლონ, თუმცა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს, დიდი ალბათობით, მხარს არ დაუჭერენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ითანამშრომლონ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დიდი ალბათობით, მხარს არ დაუჭერენ.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა შეიქმნას მესამე, მძლავრი მიზიდულობის ძალა, რომელმაც არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები უნდა დააყენოს.

„ქართული ოცნება“ დააყენებს საკუთარ კანდიდატს, ასევე „ნაციონალური მოძრაობაც“ დააყენებს და ჩვენ უნდა შევქმნათ მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მათ შორის კანდიდატებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით, რომლებმაც უნდა დააყენონ საკუთარი კანდიდატები.

ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, გვაქვს ძალიან დიდი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ დავიწყოთ ხელისუფლების ცვლილების პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დიდი ალბათობით, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ და შევეცდებით, სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევქმნათ ის მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გასაღებია ქვეყნის განვითარების. მესამე ახალმა გზამ, რომელმაც უფრო კარგად დაინახა საზოგადოების საჭიროება, ფაქტობრივად გადატეხა ეს შეთანხმება”,- განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა