საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქპატენტი და სტუ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ

საქპატენტმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისპოპულარიზაციისა და განვითარებისკენ, ასევე სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისკენ.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ სასწავლო პროექტების, სამუშაო შეხვედრების, თემატური სემინარების, კონფერენციების, დისკუსიებისა და ტრენინგების მოწყობას.

„აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დარგში სტუდენტების ცნობიერების ამაღლებასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას.

გარდა ამისა, პროგრამების განხორციელებადაეხმარება საგამომგონებლო საქმიანობის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების შექმნას.

საქპატენტმა აიღო ვალდებულება, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერა. სტუ, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის“ (DL101) პოპულარიზაციას სასწავლებლის სტუდენტებს შორის. მხარეებიასევე შეთანხმდენენ: საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ერთობლივად შეიმუშავონ და გამოსცენ სასწავლო, სამეცნიერო, პრაქტიკული დანიშნულების და დამხმარე მეთოდოლოგიური ლიტერატურა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა