ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან - თუ ის არ დაეთანხმება გირაოს, მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ! ესაა ჩვენი გადაწყვეტილება

ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარტია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია ციხიდან გამოვიდეს, თუმცა, ის „ვერ გამოეტია ციხის კარებიდან“.

„მუდმივად გვესმის საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, ორივე შემთხვევში ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს შესაძლებლობაც ასახულია ამნისტიის შესახებ კანონში. თუ მელია არ დაეთანხმება შესაბამის გირაოს, ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ხოლო მას შეუძლია შემოვიდეს და შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ თუ ოპოზიოცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი მხრიდან შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იმ დოკუმენტზე, რასაც ხელი ორივე მხარემ მოაწერა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა