დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სამხედრო მანქანები საპატრიარქოდან რეგიონებში პროდუქტების გასაგზავნად გამოიყენეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სამხედრო მანქანები საპატრიარქოდან რეგიონებში პროდუქტების გასაგზავნად გამოიყენეს.

დეკანოზი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ საპატრიარქოში სამხედრო მანქანები შედიან.

როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, საპატრიარქოს ეზოში სამხედრო მანქანები მხოლოდ პროდუქტების ასაღებად შევიდნენ.

„ჟურნალისტები მწერენ ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები“, - წერს ჯაღმაიძე.

ამასთან, როგორც პატრიარქის დაცვის უფროსმა, ვანო კობაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვერტმფრენის გამოჩენა ტერიტორიაზე „უბრალოდ დაემთხვაა”. მისივე თქმით, პირველი პროდუქცია ყაზბეგის მიმართულებით უნდა გაიგზავნოს, რის გამოც მაღალი გამავლობის ავტომანქანები გახდა საჭირო.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგომას პატრიარქი უგზავნის გაჭირვებულებს პროდუქტებს: ფქვილს, შაქარს, ზეთს და ამის მსგავსს. ამასთან დაკავშირებით ვთხოვეთ თავდაცვის სამინისტროს მანქანები, რომ ეპარქიაში ვუშვებთ პროდუქტებს“, - აღნიშნა პატრიარქის დაცვის უფროსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა