„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მეტეხი კერამიკის“ წარმადობა 41%-ით გაიზარდა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მეტეხი კერამიკის“ წარმადობა 41%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი” ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმომ, „მეტეხი კერამიკამ“ წარმოების ხაზი გააფართოვა. კომპანიის მხარდასაჭერად ბანკმა 2,5 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც ახალი დანადგარების შეძენას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა.

როგორც „მეტეხი კერამიკის“ წარმოების დირექტორი, ზაზა ჩიჩუა განმარტავს, წარმოებული პროდუქციის ხარისხი ევოპულ სტანდარტებს შეესაბამება.

„ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს საწარმოს თანამედროვე მოწყობილობები შეემატა, რამაც წარმადობა 41%-ით გაზარდა. გარდა ამისა, გადაიარაღების შედეგად გაფართოვდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ევოპულ სტანდარტებთან, რაც წარმატების ერთგვარი გარანტიაცაა“, - განმარტავს ზაზა ჩიჩუა.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, „მეტეხი კერამიკა“ დღესდღეობით ერთადერთი ეკოლოგიურად სუფთა აგურის მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით. მის პროდუქციას მაღალი სიმტკიცე, თბოიზოლაცია და გეომეტრიული ზომების სიზუსტე გამოარჩევს.

„პროდუქციის ყინვაგამძლეობიდან გამომდინარე, საწარმოში დამზადებული პროდუქცია შესაძლებებლია გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერიერის თუ ექსტერიერის ფასადებში. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ყველაზე კარგ მოსაპირკეთებელ საშუალებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს“, - დასძენს ზაზა ჩიჩუა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2021 წელს დაფუძნებული კომპანია წელიწადში 8 მილიონი აგურის წარმოებას უზრუნველყოფს.

„წარმოების პროცესში კი 300-მდე ადამიანია ჩართული. პროდუქცია როგორც ინდივიდუალური ბინების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების, დეკორატიული ღობეების, ბუხრების თუ მარნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. 2021 წელს ქარხანა გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდასა და 10 მილიონამდე პირობითი აგურის წარმოებას გეგმავს.

სამომავლოდ საწარმო ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოვებასაც აპირებს, რათა მომხმარებელს თერმობლოკები და სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის საფასადე აგურები შესთავაზოს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა