პაატა იმნაძე - ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ საბედნიეროდ, კორონავირუსის დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს

სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზირდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ დრამატულ­ მატებას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა არსებულ რეგულაციებს დაიცავს, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1 551 ახალი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. მთავარი ამოცანა ჩვენი არის ის, მაქსიმალურად პირბადის გამოყენება და აუცილებლად კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შევიკავოთ სუფრებისაგან, რადგანაც ყველაზე დიდი რისკი გახლავთ სუფრები. გუშინ 30 000-მდე ტესტი ჩატარდა, აქედან თითქმის 18 000-მდე იყო PCR ტესტი, დანარჩენი ანტიგენის ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ისევ და ისევ არის 4-ზე მეტი - ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზირდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს. თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ყველა არსებულ რეგულაციას, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ არ მივაღწევთ დაავადებულთა რაოდენობის ისეთ კატასტროფულ მატებას, როგორიც ჩვენ გასული წლის შემოდგომის ბოლოს გვქონდა“, - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა