ირაკლი კობახიძე - თუ სპიკერობის კანდიდატს კაცი არ ჰყავს მოკლული და მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ხმას წინააღმდეგ არ აძლევენ, ეს წესი დაირღვა

თუ სპიკერობის კანდიდატს კაცი არ ჰყავს მოკლული და მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ხმას წინააღმდეგ არ აძლევენ, ეს წესი დაირღვა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ ხმის მიცემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ასეთ დროს ან ოპოზიციაც მხარს უჭერს კანდიდატს ან ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, თუმცა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამ წესის დარღვევის მიზეზი შესაძლოა, მათი ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა იყოს.

„ზოგადად, სპიკერის არჩევას რაც შეეხება, თუ კანდიდატს კაცი არ ჰყავს მოკლული და მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ამ შემთხვევაში, საერთო წესი არსებობს და ასეთ კანდიდატს წინააღმდეგ არ აძლევენ ხმას, ან მხარს უჭერს ოპოზიციაც ან თუ მხარს არ უჭერს, ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ეს მარტივი წესი დაიღვა, რაც შეიძლება იყოს ერთი მხრივ იმის შედეგი, რომ აკლია პოლიტიკური გამოცდილება ამ 6 დეპუტატს და ისინი ახალი დეპუტატები, ახალი პოლიტიკოსები არიან, როგორც მოგეხსენებათ. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს რაღაც მარტივი პოლიტიკური თამაშები, ამის განხილვაში, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევალთ,"- განაცხადა კობახიძემ.

დაზუსტებაზე, რომ უმრავლესობიდან გასული დეპუტატებისთვის არჩილ თალაკვაძის გადადგომის მიზეზები გაუგებარი იყო და სწორედ ამიტომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება, კობახიძე პასუხობს, რომ „ვიღაცებისთვის გახარიას გადადგომაც გაუგებარი იყო, მაგრამ ეს ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ სპიკერს არ მისცე ხმა."

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს