ირაკლი კობახიძე - უფლებამოსილების გადამეტება არის ერთ-ერთი მუხლი, რომელზეც ვრცელდება ამნისტია - ამაზე ხაზგასმით იყო საუბარი მოლაპარაკებებზეც

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონი უფლებამოსილების გადამეტების მუხლზეც გავრცელდება და ამ საკითხზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესშიც ისაუბრეს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლებელია, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.

„უფლებამოსილების გადამეტება არის ერთ-ერთი მუხლი, რომელზეც ვრცელდება ამნისტია. ამაზე ხაზგასმით იყო საუბარი მოლაპარაკებებზეც. იმ მუხლებს ყველა შემთხვევაში შეეხება, რაზეც უკვე აღძრულია საქმე. ეს არის 333-ე და ის მუხლი, რომელიც მელიას უკავშირდება.

მოსმენების ფარგლებში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება. ამის შანსს ოპოზიციას დავუტოვებთ და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი კანონი იქნება მიღებული. თუ ჩაგდება თვითმიზანი არ იქნება, მაშინ ჩვენი კანონპროექტი მიღებული იქნება”,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია ხელისუფლების მხრიდან მსგავს საქმეზე ამნისტიის კანონის მიღება, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ამის მომხრე არ ყოფილა.

„ზოგადად, საერთოდ არ ვიყავით მომხრე, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით რაიმე პუნქტი ჩადებულიყო შეთანხმებაში. შესაბამისად, ჩვენ ვერ გავხდებით იმ პუნქტის დამცველები, რომლებიც ჩვენი სურვილით არ ჩაიდო დოკუმენტში. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და ამას ანგარიში გავუწიეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა