ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ნაწილზე - გუშინ საკუთარ მეგობრებს დაუპირისპირეს აქცია და მონებს ეძახდნენ, კარვები არ აიღეს, მიშელს აქცია მოუწყვეს, ისინი არიან ანტიდასავლური ძალა

გუშინ საკუთარ მეგობრებს დაუპირისპირეს აქცია და მონებს ეძახდნენ, კარვები არ აიღეს დღემდე, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს - ისინი არიან ანტიდასავლური ძალა,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი შეთანხმების წინააღმდეგ წასვლაა.

„ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, ჩვენ ვხედავთ არაერთ ფაქტს, რომელიც უპირისპირდება როგორც შინაარსს, ასევე სულისკვეთებას იმ დოკუმენტის, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, რომ გუშინ საკუთარ მეგობრებს, ოპოზიციონრებს დაუპირისპირეს აქცია და მონებს ეძახდნენ. კარვები არ აიღეს დღემდე, ხელს არ აწერენ დოკუმენტს, შარლ მიშელი იყო ჩამოსული თბილისში და იქაც კი არ მივიდნენ და არათუ არ მივიდნენ, აქცია მოუწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან და ა.შ. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მათ ბუნებაზე მეტყველებს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რეალურად ანტიდასავლური ძალა", - განაცხადა კობახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა