ბექა ლილუაშვილი - იმედი მაქვს, პარლამენტის ტრიბუნასთან პოლარიზაციის გადმოტანის მცდელობა არ იქნება

იმედი მაქვს არ იქნება მცდელობა პარლამენტის ტრიბუნასთან პოლარიზაციის გადმოტანის, - ასე ეხმიანება უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლას.

ლილუაშვილი ასევე გამოეხმაურა ამნისტიის პროექტს და აღნიშნა, რომ ის იდეალური შინაარსის არ არის, ისევე როგორც შეთანხმების შინაარსი არ არის იდეალური, რომელსაც ამის მიუხედავად ხელი მათაც მოაწერეს.

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შემოსული ოპოზიციის ნაწილის მთავარი ინტერესი ითვალისწინებს და ეფუძნება მათ უკან მყოფი მხარდამჭერების ინტერესებს და იმედი მაქვს, არ იქნება მცდელობა პოლარიზაციის გადმოტანის უბრალოდ პარლამენტის ტრიბუნასთან.

ჩვენ როცა ხელმოწერა გავაკეთეთ დოკუმენტზე, მაშინვე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ შინაარსი ჩვენთვის არ არის იდეალური, იქ არის ჩადებული ისეთი პუნქტები, რომლითაც სახელმწიფო ძალიან დიდ ფასს იხდის, მაგრამ ამ ფასის გადახდა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, თუ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დამთავრდება, მათ შორის, არაიდეალური შინაარსი ეხებოდა ამნისტიის პროექტსაც, თუმცა, დაველოდოთ ამ პროექტს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა