ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, France 5 საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის France 5-ის პოპულარულ სათავგადასავლო გადაცემას Echappées Belles უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 - კაციანმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში იმოგზაურა, ორკვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში ტელეკომპანია France 5-ის წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ანანურს, ვარძიას და ქუთაისს ეწვივნენ და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.

„ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ 90 წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელიც ტელეკომპანია “France 5”-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. Echappées Belles-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

პრეს-ტურის მიზანია საფრანგეთში საქართველოს კურორტების, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა.

France 5-ის გადამღები ჯგუფის ჩამოსვლის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოპულარულ ფრანგულ გამოცემას „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტსა დაფოტოგრაფს უმასპინძლა. პრეს-ტურის შედეგად „ლე ფიგაროში“ საქართველოს შესახებ 10 გვერდიანი სტატია მომზადდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჩვენი მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის სათავგადასავლო ტურიზმი. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ საფრანგეთის წამყვანი ტელეკომპანია „France 5”-ის წარმომადგენლები, რომლებიც საათნახევრიან გადაცემას ამზადებენ საქართველოს შესახებ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე ჩვენი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების უკეთ პოზიციონირებისათვის,“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

„სანამ საქართველოში გამოვემგზავრებოდი თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვანი ბუნებით, მდიდარი კულტურით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურით, რეგიონებში მე ქართველ მეღვინეებს შევხვდი, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო გაქვთ“, - აღნიშნა France-5-ის გადაცემის წამყვანმა, ჟერომ პიტორინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო