ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობასთან" აფილირებული პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან შეთანხმებას

„ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან შეთანხმებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტზე გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამის მიუხედავად, ერთიან კანონპროექტზე შეჯერება მოხერხდება, თუმცა, აღნიშნა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების ნაწილი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, გულისხმობს ადამიანებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან", ასევე „ევროპულ საქართველოსთან".

„დავიტოვოთ იმედი, რომ ერთიან კანონპროექტზე მოხერხდება პოზიციების შეჯერება. ვხედავთ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ისინი ეწინააღმდეგებიან შეთანხმებას, რომელსაც თვითონ მოაწერეს ხელი, აშკარაა, რომ მათთვის დოკუმენტზე ხელმოწერა იყო იძულება, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებულ პოლიტიკოსებს. ხათუნა სამნიძეს არ ვგულისხმობ მაგალითად, მაგრამ იქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ უფრო მჭიდრო კავშირი „ნაცმოძრაობასთან", „ევროპულ საქართველოსთან", არ დავაკონკრეტებ. მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ მათ ძალიან არ მოწონთ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, რადგან ეს დოკუმენტი რეალურად არის გადადგმული ნაბიჯი დეესკალაციისკენ, რაც შეეხება ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს, მათი ერთადერთი მიზანი არის არა დეესკალაცია, არამედ პირიქით, ესკალაცია,"- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა