ნათია თურნავა ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის ENER-T-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულის თაობაზე კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს. ისრაელის კორპორაციას ხელმძღვანელობდა ENER-T - ის მფლობელი იეჰუდა ჰარაცი.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ის პოტენციალი, რაც ქვეყანას განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოური ინვესტიციების შემოსვლას განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიზნით.

თავის მხრივ, კორპორაცია ENER-T - ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს დიდ შესაძლებლობებს პოსტპანდემიურ პერიოდში და აღნიშნეს დაინტერესება, განახორციელოს ინვესტიცია ქვეყნის განახლებად ენერგეტიკაში, კერძოდ კი, მზის ენერგიის ათვისებაში. აღინიშნა, რომ ENER-T - ი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით და წარმოდგენილია აშშ - ის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ესპანეთის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე.

ENER-T - ში განიხილავენ საქართველო 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას და აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. კორპორაციაში მიესალმებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოახდინონ მეტი დივერსიფიკაცია ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით და უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ენერგეტიკული რესურსები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისრაელის კორპორაცია მზადაა, შეისწავლოს საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს აღმოუჩენს დახმარებას, რათა მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით განვითარდეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა