ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან. როგორც საპყრობილეში შესვლამდე მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მელიასთან ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გაივლიან კონსულტაციას.

„ხელისუფლებას, პროკურატურას, სასამართლოს აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაათავისუფლოს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან. მათ შეუძლიათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვონ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდებდა და ამ შანსს გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება, ამას ხვალ ვნახავთ.

მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს. აღნიშნული კანონპროექტი შეეხება მთლიანად 2019 წლის 19-21 ივსნისის მოვლენებს. მე როგორც იურისტი, ვამბობ, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რომ ამნისტიის აქტში არ ფიქსირდებოდეს კონკრეტული მუხლი და კონკრეტული დანაშაული",- განაცხადა კონდახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა