ანრი ოხანაშვილმა სავარაუდოდ, 6 ყოფილი თანაგუნდელის მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმის მიცემა „პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად“ შეაფასა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას სავარაუდოდ, 6 ყოფილი თანაგუნდელის მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმის მიცემა „პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად“ შეაფასა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ეს დეპუტატები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მსგავს საკითხებს.

„ეს შეიძლება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად შეფასდეს. როგორც ჩანს, გამოუცდელები არიან და იმედია ისწავლიან, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც და უფრო მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოეკიდებიან შემდგომში მაინც ასეთ საკითხებს“, -აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გუშინ აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა სავარაუდოდ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა 6-მა დეპუტატმა მისცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო