Nexia TA-მ 2020 წელი მნიშვნელოვანი, 15%-იანი ფინანსური ზრდით დახურა

წელს Nexia TA საქართველოში ოპერირების 7 წლის იუბილეს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე Nexia TA ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსს უცვლელად ინარჩუნებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ შეძლო ქართულ აუდიტორულ და საკონსულტაციო ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება. დღეს კომპანია 200-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და 500-მდე კლიენტს აუდიტორულ, ბუღალტრულ, საგადასახადო, საკონსულტაციო, იურიდიული და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებებით ემსახურება.

პანდემიური წელი

2020 წელი გლობალურად და ლოკალურადაც გამოწვევებით სავსე წელი აღმოჩნდა, თუმცა Nexia TA-მ თავის კლიენტ კომპანიებთან ერთად შეძლო კრიზისულ გარემოსთან ეფექტური გამკლავება. Move on Georgia სლოგანით, რომლითაც კომპანიამ თავისი CSR კამპანია წამოიწყო, ის რეალურად გამოხატავდა გუნდის შინაგან „დრაივს“, დაბრკოლების გადალახვის სურვილსა და ძალას. ამ სლოგანისა და კამპანიის ქვეშ არაერთი ბიზნესი გაერთიანდა, რომლებმაც მიიღეს მხარდაჭერა და კონსულტაცია კრიზისის პერიოდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან - საგადასახადო, ბუღალტრულ, ბიზნესის ტრანსფორმაციის, დასაქმებულთან ურთიერთობებისა თუ სხვა მიმართულებებში.

პარტნიორობა

Nexia TA-მ მნიშვნელოვანი პარტნიორული პროექტები განახორციელა ბანკებთან, ასოციაციებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, რომლების კლიენტ და წევრ კომპანიებს განსაკუთრებული პირობებით შესთავაზა მომსახურება აუდიტის, საგადასახადო, ბუღალტრული, იურიდიული, საკონსულტაციო, ბიზნესის ოპტიმიზაციის მიმართულებებით. შედეგად 100-ზე მეტ კომპანიას მიეცა საშუალება კრიზისულ პერიოდში მიეღო საერთაშორისო ხარისხის მომსახურება ხელსაყრელ ფასად და გამოწვევები გადაელახათ.

ასევე, პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი ტრეინინგი, თუ ონლაინ სამუშაო შეხვედრა, რამაც უზრუნველყო დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სწორი რეკომენდაციების მიღება მათი საქმიანობის ეფექტურად სამართავად და კრიზისის დროს საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.

ტრანსფორმაცია

Nexia TA-ს საკონსულტაციო მიმართულებაში დიჯიტალ ტრანსფორმაციამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. პანდემიის დაწყებისთანავე დაჩქარდა კომპანიის დიჯიტალ ტრანსფორმაცია და 1 თვეში მთელი გუნდი სრულად უზრუნველყოფილი იყო დიჯიტალ ინსტრუმენტებით, რომლებიც სამუშაოს უწყვეტობასა და ეფექტურობას აგენერიებდნენ. დიჯიტალიზაციამ კომპანიის მენეჯმენტს დაანახა ზოგიერთი პროცესის ხელმეორედ გააზრების და გამარტივების საჭიროება და კომპანიამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განახორციელა. პროცესი დღესაც მომდინარეობს.

დაინერგა ახალი მიმართულება -“ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია”, რაც ბიზნეს პროცესების მოდელირებით ხელს უწყობს კომპანიებში არსებული რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას. სტრატეგიული ბიზნეს მოდელის შერჩევისას იზრდება კომპანიის პროდუქტიულობა, მცირდება ხარჯები და დანაკარგები, მიიღწევა მეტი მომგებიანობა.

ახალი მიმართულება

2020 წელს კომპანიამ ბიზნესებს შესთავაზა ახალი პროდუქტი - „ბუღალტერია მარტივად“, რითიც საშუალება მისცა მათ საერთაშორისო კლასის მომსახურება ერთი თანამშრომლის მომსახურებაზე დაბალ ფასად მიიღოთ. ეს წამოწყება საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი აღმოჩნდა და, შედეგად. მიმართულებაში 302%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ადამიანები

ონლაინ რეჟიმში გადასულმა კომპანიამ უკლებლივ შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი, გუნდმა ახალი წევრები და მიმართულებები დაიმატა, რამაც შედეგად პანდემიური წელს 15% -იანი ზრდა მოიტანა. პროცესების დიჯიტალიზაციის პარალელურად კომპანია ცდილობდა ყველა შესაძლო და უსაფრთხო ეტაპის გამოყენებას იმისთვის, რომ ადამიანები უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ერთმანეთთან, რომ მუშაობის პროცესი ისეთივე საინტერესო და ღირებული ყოფილიყო, როგორც შედეგი.

27 აპრილს კომპანიამ გამართა წლის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც დეტალურად გააცნო გუნდს ფინანსური შედეგები.

2020 წლის შედეგები

2020 წელს Nexia TA-ს შემოსავალი 8 მილიონს მიუახლოვდა, სადაც აუდიტის წილი 24%-ს შეადგენს, ბუღალტერიის - 41%-ს, საგადასახადო - 18%-ს, საკონსულტაციო და იურიდიული მიმართულებები კი 6% და 4%-ს ინაწილებენ, დარჩენილი 7% კი სხვა მიმართულებებზე ნაწილდება.

Nexia TA-ში მიმართულებეის ზრდა წინა წელთან შედარებით ასე გადანაწილდა: აუდიტის მიმართულებაში 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბუღალტერიაში - 9%-იანი, საგადასახადო - 13%-იანი, იურიდიულში - 21%იანი, ხოლო საკონსულტაციოში - 26%-იანი.

დღეს

Nexia TA აგრძელებს თანამშრომლების მოტივაციას, კლიენტების ეფექტურ მომსახურებას და მათი მოთხოვნების შესწავლას, მათთვის ადეკვატური და საჭირო პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავების მიზნით. Nexia TA-ში თვალსაჩინო შედეგები თანმიმდევრული, საინტერესო და ცოცხალი (ლოკალური თუ დისტანციური) სამუშაო პროცესით იქმნება. Nexia TA მუშაობის საინტერესო, დინამიური პროცესით ყოველ წელს ამტკიცებს, რომ ბრენდის დაპირების „უფრო ახლოს თქვენთან“ უპირობო შემსრულებელია.

Nexia TA 2014 წლიდან საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით. მსოფლიოში ნომერ #1 საბუღალტრო გამოცემა – საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინის (IAB – International Accounting Bulletin) 2020 წლის გამოქვეყნებული მონაცემებით Nexia International-ი მსოფლიო ათეულში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ქსელის თითოეულ რეგიონში თანმიმდევრული ზრდის შედეგია.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს