გიორგი ვაშაძე - დღეს გვექნება ოპოზიციასთან შეხვედრა, შეიძლება გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირება საჭირო არ იყოს იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის თანხმობის საკითხი მოიხსნება.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ბევრი დაზარალებული პოლიციელია და ამიტომ დაზარალებულის პუნქტის ჩადება, შესაძლოა, კიდევ გახდეს „ქართული ოცნების” მხრიდან მანიპულაციების მიზეზი.

„გუშინ ადვოკატებთან საუბრისას გაირკვა, რომ პოლიციელი უფრო მეტია დაზარალებული, ვიდრე ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა. საერთოდ, ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა, დაზარალებულად არ არიან ცნობილნი. დღეს გვექნება ოპოზიციასთან შეხვედრა, შეიძლება გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. არ გვინდა ისეთი ამნისტიის კანონპროექტი შევიტანოთ, რომელიც კიდევ მანიპულაციის შესაძლებლობა მივცეთ „ქართულ ოცნებას”, რომ მაგალითად - პოლიციელი არ აძლევს ნიკა მელიას თანხმობას, ან პოლიციელი არ აძლევს თანხმობას ბესიკ თამლიანს. ამაზე სამუშაოა, სამი კვირა გვაქვს. თუ თანხმობის საკითხი მოიხსნება, იქნებ იყოს შესაძლებლობა, რომ აღარ იყოს საჭირო ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირება და წავიდეთ იმ გზით, რომ ჩავკეტოთ ძალადობის მუხლები, კონვენციური დანაშაულებები, რომელზეც მივიღეთ პირობა, რომ „ქართული ოცნების” კანონპროექტშიც იქნება”,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა